მთავარი

суббота, 7 декабря 2013 г.

                                                       რუბრიკა
პატარა სპორტსმენების დიდი მიღწევები
სპორტსმენობაზე არასდროს უოცნებია და ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ ჯერ კიდევ მოსწავლის ამპლუაში მყოფი, არაერთ სპორტულ შეჯიბრში მიღწეული წარმატების შედეგად გაითქვამდა სახელს. ის  სპორტის სვადასხვა სახეობებში გამართული შჯიბრებების აქტიური მონაწილეა, თუმცა ოქროს მედალი, მხოლოდ ბირთვის ტყორცნაში მოპოვებულმა წარმატებამ მოუტანა. როგორ იხსენებს პირველ წარმატებას და რა ადგილი უჭირავს სპორტს მის ცხოვრებაში, ამაზე თავად ჩვენი რუბრიკის ახალგაზრდა სტუმარი, 14 წლის დავით ოჩიგავა  გვიამბობს,  ყველაფერი  კი 
2012 წელს დაიწყო .
    
-დავით, სანამ კონკრეტულად სპორტს შევეხებოდეთ, მოდი შენს შესახებ მოგვიყევი
1999 წლის 8 თებერვალს დავიბადე აბაშის რაიონ, სოფელ სეფიეთში. 2005 წელს შევედი ამავე სოფლის საშუალო სკოლაში..სპორტით ძალიან პატარა ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, თუმცა ვერსადროს წარმოვიდგენდი  თუკი მას სერიოზულად მივუდგებოდი და მით უფრო თუკი ოქროს მედალოსანი გავხდებოდი. ჩემს წარმატებაში, ლომის წვლილი მიუძღვით დავით რურუას, ზაზა კუციასა, კახა ჯიჯეიშვილს და ნუკრი ოჩიგავას, რომლებიც ფინანსურად თუ მორალურად გვერდში მედგნენ.
-პირველად სპორტის რომელ სახეობაში მიიღე მონაწილეობა?
პირველი იყო დიდ მანძილზე სირბილი, რომელიც 2012 წელს თბილისში, დინამო არენაზე 13 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის გაიმართა. ტურნირი ჩემთვის არცთუ წარმატებული გამოდგა თუმცა საინტერესო გამოცდილება შემძინა
-როგორც ვიცი, სანამ ოქროს მედალოსანი გახდებოდი, მანამ ვერცხლის მედლის მფლობელიც იყავი
   დიახ, 2013 წლის ზაფხულში მონაწილეობა მივიღე სპორტის ერთ–ერთ სახეობაში, ბადროს ტყორცნაში. ამ შეჯიბრისთვის, საკუთარი ძალებით აქტიურად ვემზადბოდი. შეჯიბრი 12–დან 14 წლამდე ასკის ბავშვებს შორის გაიმართა და ჩემთვის წარმატებული გამოდგა. მეორე ადგილზე გასვლით, ვერცხლის მედალი მოვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
-შემდეგ იყო არანაკლებ წარმატებული გამოსვლა, სადაც პირველი ადგილისა ოქროს მედლის მფლობელი გახდი, მოგვიყევი ამის შესახებ
ძალიან კარგად მახსენდება ის მომენტი, როცა პირველი ადგილის მფლობელად დამასახელეს. შეჯიბრი 12–დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის გაიმართა, რომელშიც ლატვიელი სპორტსმენებიც იღებდნენ მომაწილეობას. ვაპირებ სპორტს გავყვე, რადგან მას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს.

                                                                                                                           დათო ოჩიგავა

Комментариев нет:

Отправить комментарий