ცისარტყელას
ლიტერატურული სალონი
ბარბარე დანელია
ბარბარე მე-11 კლასის მოსწავლეა. უყვალს ხელოვნება, თვითონაც წერს ლექსებს, ჩანახატებს და თავისივე ხელით შექმნილი ნახატებით აფორმებს.
ის ჩემთვის ისტორიულია ….
პატარაობიდანვე გრძნობდა
, რომ გამორჩეული იყო,
არ
გავდა
თანატოლებს,
რადგან
ბავშვობიდანვე
“განბრძობილი”
და
ბევრი
ტკივილის
მნახველი
იყო.
რთული
ბავშვობა
ჰქონდა.
გამორჩეული
იყო
სწავლის
მხრივაც,
თითითსაჩვენებელი
და
ყველასათვის
მისაბაძი
მოსწავლე
გახლდათ.
შემდეგ
კი
ერთათერთი
სტუდენტი,
რომელიც
იმ
წელს
ფაკულტეტზე
ერთი
გამოცდით
ჩაირიცხა.არასდროს
აკლდა
ტემპერამენტი
მაგრამ
მაინც
არასდროს
თვლიდა
საკუთავრ
თავს
ლამაზად…
ლამაზ
ქალად….ჰქონდა
დიდი
კარიერული
მიზნები
ცხოვრებაში
და
ეჭვი
არ
არის
ამას
მიაღწევდა
კიდეც,
რომ
არა
ის
გარემება,
რომ
ქალი
იყო,
ქალი
, რომელსაც ადრე თუ
გვიან
ეწვევა
სიყვარული
და
რომელსაც
არ
შეუძლია
ნამდვილ
გრძნობას
წინააღმდეგობა
გაუწიოს.
დიახ
მან
იპოვა
თავისი
გულისწორი
და
შეცვალა
ცხოვრება…
შეიცვალა
მომავალი
მიზნებიც.
მის ცხოვრებაში იყო სიხარული, ტკივილი… რთულია იყო ქალი, თან ნამდვლი ქალი…
...ქალი არ არის მხოლოდ სხეულის, სახის მშვენიერება, როგორც ბევრს ჰგონია, პირველ რიგში ქალი არის პიროვნება, დამოუკიდებელი სული, ღრმა არის. წყვილის ურთიერთობას რომ სიღრმე დაკლებოდა ვერანაირად ვერ შეძლებდნენ მთელი ცხოვრების ერთად გატარებას, რადგან ისინი განსხვავდებოდნენ
ერთმანეთისაგან შეხედულებების, გრძნობების გამოხატვის გზებით, მაგრამ გული და სული იყო ერთი მთელი. მესამე შვილის შეძენიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ მისი მეუღლე სასულიერო პირი გახდა. ეყოლათ შვიდი შვილი… მაგრამ …
გავიდა წლები და თავს დიდი უბედურება დაატყდათ, უბედურება, რომელიც ყველაზე მძიმეა
მშობლისთვის, რომლისგან გამოწვეული ტკივილის გადმოცემა სიტყვებს არ ძალუძთ… …დიდი ტკივილი იყო მთელი ოჯახისთვის…თითქოს ყველაფერს აზრი დაეკარგა, მაგრამ-არა ქალზე-დედაზე ძლიერი არავინაა. ”ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი”.
ტკივილით გონებადაკარგულმა თვალები გაახილა და ხუთი თვალებში შემყურე ბავშვი დაინახა…დიახ, მას ჰყავდა შვილები, რომლებსაც იგი ჰაერივით სჭირდებოდათ, რომლებისთვისაც ღირდა სიცოცხლე, ქალობა…
მსმენია , გამიგონია და წამიკითხავს ამბები ძლიერ ქალებზე , თუნდაც საქართველოს ისტორიიდან (და არამარტო) მაგრამ იგი მათზე არანაკლები და უფრო მეტიც კია ჩემთვის. ის არის საოცრად ქალური და ამავე დროს ძლიერი,როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რეალისტი და ზოგჯერ ქალურად
მეოცნებეც, მტკიცე და ისეთივე ცვალებადი როგორიც მარტია-გაზაფხულის ის თვე როცა გაჩნდა ამ ქვეყნად. დღეს ეს ქალბატონი თვლის, რომ პირველ რიგში ქალისთვის დამოუკიდებლობის, განათლებულ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის მიღწევა უნდა იყოს მთავარი, ფიქრობს, რომ ვერ მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება, ბევრ რამეს შეცვლიდა დროის უკან დაბრუნება რომ შესძლებოდა ,
მაგრამ მჯერა რომ იგი ყველაფრის მიუხედავად მაინც ბედნიერია. ”დრო არ კურნავს, ის უბრალოდ გვასწავლის ჩვენს ტკივილთან ერთად ცხოვრებას”.
და ცხოვრებაც გრძელდება…
ამ ქალბატონისთვის არასდროს მითქვამს როგორ მიყვარს, როგორ ვაფასებ… ალბათ იმიტომ , რომ ყველაზე დიდი გრძნობა უტყვია… მისმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებებმა ბევრი რამ მასწავლა, მისი წყალობით ვიცი რა არის ჩემი არსებობის მიზანი. ჩვენ საერთო ტკივილი და სიხარული გვაერთიანებს… განა სხვას ვის უნდა შესძლებოდა , ჩემთვის, როგორც მომავალი ქალისთვის მოეცა ნამდვილი მაგალითი, შთაეგონებინა ჩემი ცხოვრება…თუ არა მას.
...ის ხომ დედაჩემია...
მის ცხოვრებაში იყო სიხარული, ტკივილი… რთულია იყო ქალი, თან ნამდვლი ქალი…
Комментариев нет:
Отправить комментарий