ც ი ს ა რ ტ ყ ე ლ ა ს
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ უ ლ ი ს ა ლ ო ნ ი
ბარბარე დანელია
რაზე ჩურჩულებენ ფოთლები…
სველმა ქვაფენილმა იგრძნო
,როგორ შეეხო
გოგონას პატარა
ტერფები… თავადაც
სველი, ფიქრებში
წასული გოგონა
დაღმართს მიუყვებოდა…
გგონიათ იცოდა
სად მიდიოდა?-არა… ლამპიონები
უნათებდნენ გზას
.. წვიმის წვეთები
მათ შუქზე
ოქროს ფერს
იღებდნენ… ხეები
ირხეოდნენ,ფოთლები
კი თითქოს
ძილისპირულს უმღერდნენ ერთმანეთს…
მათ არ
უყვარდათ წვიმა…
ახლა უკვე ხეივანს
მიუყვებოდა გოგონა
და დროდადრო
ცას შეჰყურებდა…
გოგონას თავს
ახსენებდნენ სევდიანი ფიქრები…
ფოთლები თანაგრძნობით
უმზერდნენ მას…
გაიხსენეს თუ
რამდენ ახალგაზრდას
თუ მოხუცს,
ბედნიერს თუ
უბედურს გაუვლია
ეს გზა…
ჩურჩულებდნენ
ფოთლები… ჩურჩულებდნენ
და ბჭობდნენ
რა შეიძლებოდა
ყოფილიყო გოგონას
სევდის მიზეზი?…
ის კი
ოდნავ შეჩერდა,
წამიერად თვალებზე
ცრემლები მოადგა…
ხემ ტოტები
დასწია დაბლა…
-თქვი რისი თქმაც გსურს ჩვენთვის- სთხოვა ერთადერთმა წითელმა ფოთოლმა მთელს ხეივანში…
ფოთლებმა ჩურჩული შეწყვიტეს…
-მე უბრალოდ მეტირება-თქვა და თავისი ნაზი ხელები თვალებზე აიფარა… დედა მენატრება…. ცივმა ნიავმა ძვალსა და რბილში გაატანა…გოგონა მოიბუზა… იქვე ხის ძირას ჩამოჯდა… ზურგით ხეს მიეყრდნო და წითელ ფოთოლს ახედა… სიჩუმე გამეფებულიყო…
-არც ჩვენთვისაა სევდა უცხო-დაიწყო წითელმა ფოთოლმა, შემოდგომის სუსხნარევ ქარს ყოველწამს შეუძლია მოგვწყვიტოს და გაგვაქანოს არსაით.. ვინ იცის საითკენ წაგვიღებს იგი? .. თუმცა ეს ყველაფრის დასასრული როდია, ჩვენ ვიფრენთ და ყოველივე ამის შემხედვარე ადამიანებს ფიქრების ორომტრიალში გავახვევთ… ბოლოს კი დავჭკნებით… ერთ დღესაც შენსავით პატარა გოგონა გამოივლის, დაგვხედავს და გაიფიქრებს: რა საოცარია, რაღაცით ბებიკოს დამჭკნარ ხელებს გავს… მაგრამ ჩემ მაგივრად ახალი ფოთოლი ამოვა, მის მერე კვლავ ახალი და გაგრძელდება უსასრულოდ … ასე უბრძანებია განგებას.

მოულოდნელად ძლიერმა ქარმა დაუბერა… წვიმის წვეთებმა უფრო მეტად დაამძიმეს ფოთლები… ცრემლები მოადგათ… გოგონა თავით ხეს მიეყრდნო, ხელები მუხლებზე დაიკრიფა და გაყუჩდა… ქარი კი უფრო და უფრო ძლიერდებოდა მაგრამ ხის ფოთლები დედასავით იფარავდნენ მას…გოგონამ უჩვეულო სითბო იგრძნო…
-ყველაფერი კარგად იქნება-ჩასჩურჩულა წითელმა ფოთოლმა…
ელვის მკრთალ შუქზე გაკრთდნენ ფოთლები… ქარმა კიდევ ერთხელ დაუბერა ძლიერად…
და აი
კვლავ აჩურჩულდნენ
: -დახედეთ გოგონას ხელებს, წითელ ფოთოლს
ჩასძინებია მათზე
…
Комментариев нет:
Отправить комментарий