საქართველოს კინოთეატრებში
12 დეკემბრიდან
ახალი ქართული კომედია
„მისტერ ძიძა“
სტუმრად ალეკო მალხაზიშვილთან
cota xnis win Cvens teleekranebze axali komediuri filmis “mister ZiZas”
reklama gamoCnda. Ffilmis premiera ukve Tbilisis kinoTeatrebSic gaimarTa. komediaSi CvenTvis nacnobi „komedi arxis“ msaxiobebi
monawileoben. Aaxali filmis Sesaxeb “komedi jgufis” damfuZnebeli da erT-erTi
wamyvani msaxiobi aleko malxaziSvili gviambobs...
–ბატონო ალეკო, ფილმის გადაღება ვისი იდეა იყო?
-ეს იყო „კომედი ჯგუფის“ ერთობლივი იდეა. დიდი ხანია გვინდოდა ფილმის გადაღება. აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც შვებულება გვიწევდა, გადავწყვიტეთ არ დაგვესვენა და ფილმზე დავიწყეთ მუშაობა.
–ვინ არის სცენარის ავტორი?
–სცენარის ავტორები „ვანოს შოუს“ და „კომედი არხის“ სცენარისტები არიან. ისინი ერთდროულად მუშაობდნენ ამ ფილმის სცენარზე.
–როგორც რეკლამიდან სჩანს, თქვენი ფილმი ძალიან გავს ჩემს საყვარელ ამერიკულ კომედიას „მისის დაუთფაიერს“. ფილმშიც ისევე ვითარდება მოვლენები როგორც „მისის დაუთფაიერში?“
–ამ ფილმიდან ზოგადად არის რამდენიმე პარალელური ხაზი დამატებული და მორგებული ქართულ რეალობას. მთლიანად ხუმრობები არის ორიგინალური, ჩვენი სცენარისტების მიერ მოფიქრებული.
–მოვლენები სად ვითარდება?
–მოვლენები სხვადასხვა ადგილას ვითარდება. არ არის ერთი კონკრეტული სახლი, ან ქუჩა ან პავილიონი. გადაღებები სხვადასხვა ადგილებში გვაქვს. ერთ–ერთი საკვანძო ხაზი არის „კომედი არხის“ პავილიონები და მთავარი როლის შემსრულებელი მიშა ანდღულაძე, ანუ ლევანი იწყებს მუშაობას „კომედი არხზე“
–ე.ი. მთავარი როლს მიშა ანდღულაძე ასრულებს?
–კი. მიშა არის უმთავრესი როლის შემსრულებელი, თუმცა, ისე ძალიან ბევრი მთავარი როლის შემსრულებელია. მაგალითად, ვანო ჯავახიშვილი თამაშობს ბანკის ერთ–ერთი მმართველის როლს, რომელიც მიშა ანდღულაძეს გმირის ცოლის, ქეთა ლორთქიფანიძის უფროსია, ვასო ფხაკაძე არის მილიონერი, რომელიც ქეთა ლორთქიფანიძის გმირითაა დაინტერესებული და მის მოხიბლვას ცდილობს...
–პატარა მსახიობები როგორ შეარჩიეთ?
–ჩვენ გვქონდა ბევრი რეზიუმე , გადაცემა “komedi kids” –დან,
რომელიც მზადდება „კომედი არხზე“. აქ
ბევრ
ბავშვს ჰქონდა გამოგზავნილი თავის მონაცემები. აქედან დაიწყო კასტინგი, თუ ვინ დაგვენიშნა მთავარ როლზე.
–ეს არის „კომედი ჯგუფის“ პირველი ფილმი. როგორ ფიქრობთ, მაღალი რეიტინგი ექნება?
––რატომ დაარქვით mister ძიძა?
–
ფილმის შინაარსიდან გამომდინარე. მინდოდა რაღაც სამხიარულო გამეკეთებინა სათაურშიც და
ამიტომ SevurCieT es saxelwodeba.
–რატომ უნდა
უყუროს მაყურებელმა ამ ფილმს?
–ვისაც სურს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, ძალიან მხიარულ და სასაცილო ატმოსფეროში გაატარებს საათსა და ორმოც წუთს.... ფილმი კომედიური ჟანრისაა დa ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი, ამიტომ მის სანახავად ყველა ოჯახით უნდა მოვიდეს.
–მომავალში თუ გეგმავთ კომედიური ფილმების გადაღებას?
–აუცილებლად, ამას პირველს თქვენ შეგატყობინებთ. (იცინის)
-კარგი იქნება. დიდი მადლობა.
„ცისარტყელას“ შემდეგ ნომერში გაგაცნობთ ნორჩ მსახიობებს, რომლებიც ფილმში
თამაშობენ.
თქვენ კი მოგვწერეთ, რომელ მსახიობთან გინდათ შეხვედრა.
ia
qelexsaSvili
sapatriarqosTan arsebuli wminda ilia marTlis
gimnaziis
me-10 klasis moswavle
Комментариев нет:
Отправить комментарий