მთავარი

понедельник, 16 декабря 2013 г.


ყოველი საქმის წინ სათქმელი ლოცვა

   საყვარელო ბავშვებო, ლოცვა ყოველი ქრისტიანის მუდმივი თანამგზავრი უნდა იყოს. ყოველ საქმეში, რასაც ქრისტიანი იქმს, იგი, უპირველეს ყოვლისა, ღვთისგან კურთხევას უნდა გამოითხოვდეს.
იცით, რომ არსებობს საგანგებო ლოცვები, სათქმელი საქმის დაწყების წინ და მისი აღსრულების შემდგომ? ამ ლოცვებით ადამიანები უფლისაგან გამოთხოვენ შეწევნას, რომ ღვთის მადლით უკეთ აღასრულონ განზრახული საქმე და იგი ყოფილიყოს ყველასათვის სასიკეთო. საქმის დაწყების წინ მორწმუნენი წარმოთქვამენ სულიწმიდისადმი აღვლენილ ლოცვას „მეუფეო ზეცათაო“. ხოლო საქმის დასრულების შემდგომ არ უნდა დავივიწყოთ მადლობის შეწირვა უფლისადმი.

ლოცვა საქმის დაწყების წინ

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

ლოცვა საქმის დასრულების შემდეგ

აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, აღავსე სიხარულითა და მხი-არულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალ-მოწყალე.

Комментариев нет:

Отправить комментарий