მას შემდეგ, რაც ეს ბავშვები ვნახე, სულ მათზე ვფიქრობ. მინდა თქვენც გიამბოთ მათი ისტორია, ვიცი ვიღაც შეგვეხმიანება, ვიღაც გულთან ახლოს მიიტანს მათ გასაჭირს და ერთ დღესაც მათი ოცნებაც ახდება. ბარბაქაძეების 4შვილიანი ოჯახი აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში ცხოვრობს. 2002 წელს სახლი განძარმა გაუნადგურა და დარჩნენ ღია ცის ქვეშ. მერე საძროხე
გადააკეთეს ოთახად და იქ ცხოვრობდნენ, თუმცა ბედის ირონიით ისიც ხანძარმა გაუნადგურა და ისევ ღია ცის ქვეშ დარჩნენ. დროებით ერთ დაკეტილ სახლში შევიდნენ, მაგრამ ახლა პატრონმა დაცლა მოსთხოვა და წუხან მშობლები-სად წავიყვანოთო ბავშვები, აღარ ვიცითო. ოჯახში არავინ მუშაობს, მხოლოდ უმწეოთა დახმარება ეძლევათ-ა50 ლარი. უფროს ვაჟს სისხლში ცვლილებები და ფილტვის უკმარისობა აქვს. გოგონას-ნატუკას-შიდა ქალის წნევა აწუხებს და ხშირად ავადმყოფობს...
ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს-ღამე ფიქრში ათენდებათ, დღე შრომაში უღამდებათ. ქმარი მიწას ამუშავებს, ცოლი ბავშვებს უვლის, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობენ. ერთი ოცნება აქვთ-ჭერი ჰქონდეთ თავზე, არ ათოვდეთ, არ აწვიმდეთ და სადმე მშვიდად დააძინონ ბავშვები. ნუთუ ასე ბევრია???!
Комментариев нет:
Отправить комментарий