მთავარი

пятница, 10 февраля 2012 г.

"კიდობანი"

პირველი

პირველი შოკოლადის ფილა დაამზადეს მექსიკაში XVIII საუკუნეში

პირველი შოკოლადის ნამცხვარი გამოაცხვეს 1674 წელს.

პირველი კბილის ჯაგრისი ნეილონის

ჯაგრულებით გამოჩნდა 1938 წელს.

მაგრამ მანამდე არსებობდა ჯაგრისები

განსხვავებული წარმოშობის ჯაგრულებით.

მაგალითად: პირველი ასეთი ჯაგრისები

გამოჩნდა ჩინეთში 1498 წელს, მასალად

გამოიყენებოდა ღორის ჯაგარი, ცხენის ან

მაჩვის ძუა.

პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი ნიუ-იორკში 1939 წელს გამოჩნდა

პირველი ფერადი ტელევიზორი ინგლისში გამოვიდა, რომლის სახელწოდებატვ 22” გახლდათ.

საინტერესო ამბები ცხოველებზე

- ცხენი ადამიანმა 4000 წლის წინ მოიშინაურა.

- სპილოს ხორთუმი 150 000 კუნთისგან შედგება;

- ყველაზე დიდი მაიმუნი გორილაა;

- ზაზუნები ერთმანეთს ცხვირებით ესალმებიან;

- ცხვრის ფარის წინამძღოლს - ბოტი ეწოდება;

- აქლემს ნესტოების დახურვა შეუძლია, რომ ცხვირში ქვიშა არ შეეყაროს;

- ავაზა საათში 105 კმ. სიჩქარით გარბის;

- თახვებს შეუძლიათ სუნთქვის შეკავება 45 წუთის განმავლობაში.

- თხუნელას ერთ ღამეში შეუძლია 91 მერტიანი გვირაბის გათხრა.

- ხოჭო მარტორქას შეუძლია აწიოს მის წონაზე 850-ჯერ მძიმე საგანი.

გამოცანები

მიდის მოდის ერთი რამე,

იქვე კი დგას დღე და ღამე.

ზოგი ქვისა, ზოგი ხისა,

ნაწილია სახლის ისა,

ასასვლელი, ჩასასვლელი,

სტუმრისა და მასპინძლისა.

გული იწვის, ტანი დნება,

ცრემლები სდის ნება-ნება.

სულიერს ბადებს, არა აქვს სული,

თეთრი კანი აქვს და ოქროს გული

არის ცეცხლის მსროლელი, ერიდება ყოველი.

და კიდევ ბევრი, ბევრი საინტერესო და გასართობი გელით კიდობანის ფურცლებზე.

ასევე უამრავი კროსვორდი, ტესტი და თავსატეხი.

Комментариев нет:

Отправить комментарий