13დეკემბერს ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი მცხეთაში მცხოვრები ზარიძეების ოჯახის შვილებისთვის। ამ ოჯახს ორი შვილი ჰყავს და ორივე უნარშეზღუდულია। კონცერტში ყოველგვარი ჰონორარის გარეშე მონაწილეობდნენ გიორგი ბუშელაშვილი, ბექა ცხომელიძე ირინა ბაირამაშვილი, ქეთი კვიცარიძე, ჯგუფები: "მერმისი" და რომანტიკა। ასეთი კონცერტები და წინასაახალწლო აქციები კიდევ გაიმართება.
მეგობრებო, ეს პატარები მცხეთაში მცხოვრები და–ძმა 5 წლის გიგა და 6 წლის მარიამ ზარიძეები არიან.ბონდო ზარიძისა და ბელა უბილავას ორივე შვილს ჯანმრთელობის მხრივ უმძიმესი მდგომარეობა აქვს. 5 წლის გიგას და 6 წლის მარიამს სხეულის ყველა კუნთის განლევა აქვთ. მათი განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეიძლება. ისინი ერთ პატარა ოთახში უკიდურესად ღარიბად ცხოვრობენ.
30ში პატარა გიგას დაბადების დღეა..
უმორჩილესად გთხოვთ თითოეულ თქვენთაგანს, ვისაც რისი საშუალება გაქვთ დაეხმარეთ ამ პატარებს, მათ ყველაფერი ესაჭიროებათ, ტანსაცმელი, ფული, წიგნები, ჯურნალები , სათამაშოები და ა.შ.
ღმერთი არ დაგიკარგავთ ამ დიდ სიკეთეს...
შეგვეხმიანეთ დახმარების მსურველნი
Комментариев нет:
Отправить комментарий