მთავარი

среда, 2 марта 2011 г.

ძაღლი ადამიანის მედობარია, მაგრამ მშიერი, სიცივისგან აკანკალებული და პატრონისგან უმოწყალოდ მიტოვებული, ხშირად ივიწყებს "მეგობრობას" და საშიში ხდება. ამ ბოლო ხანებში გახშირდა მაწანწალა ძაღლების რაოდენობა და დილით სკოლაში ან სამსახურში მათი ესკორტი მიგაცილებს. ამ ახალგაზრდებმა დაინახეს პრობლემის არსებობა და ახლა მისი მოგვარების ხერხზე მუშაობენ. როცა ამ სიუჟეტს იღებდნენ, რედაქციაში აკანკალებული ქალბატონი მოვიდა და გვითხრა-"ჩემი და სწორედ მაწანწალა ძაღლმა დაკბინა და ახლა მკურნალობს, ამასაც თუ მკურნალობა ჰქვია, შრატი ისე ძვირია, სიმწრით გაზრდილი ქათმები გავყიდეთო". .. იქნებ არის გზა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად???



ეს ყველა ქალაქის პრობლემაა, რადგან ყველგან ვხვდებით მაწანწალა ძაღლებს. მალე დათბება და ნაგავსაყრელზე მცხოვრები ეს არსებები თავისდაუნებურად ბევრ საშიშ დაავადებებსაც გაავრცელებენ, კბენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

Комментариев нет:

Отправить комментарий