მთავარი

воскресенье, 13 февраля 2011 г.





ყველა საქმეში მთავარი დაწყებაა, ხოდა ჩვენ დავიწყეთ იმის იმედით, რომ სხვებიც უანგაროდ შემოგვიერთდებიან. "ცისარტყელას" ლიტერატურულ სალონში ამ დღეს ერთობა იყო, სიყვარული და რაღაც ახალი, ამაღლებული და ნაირფერი. იყო სილამაზე, იყო სითბო და იყო ცრემლიც, მაგრამ ამჯერად იმედისგან გამოწვეილი სიხარულის ცრემლი, რომელშიც მზე ჩანდა და ცისარტყელა.
ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და ვიცი, რომ სულ მალე ერთად ვნახავთ ერთად დგომის შედეგს! აგური რომ აგურს დაედება-ცათამბჯენი შენდება, თქვენგან გაღებული ერთი ლარით შევძლებთ სიცოცხლის ხალისი ვაჩუქოთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ უკვე არაერთხელ ვნახეთ სიხარულისგან გაბრწყინებული თვალები და ვნახავთ კიდევ ბევრჯერ.
ჩასჭიდეთ ხელი ხელს, მილიონებო!!!!!!!
დარეკეთ ౭౦౦ ౩౨౯
სწორედ ამ იმედით და შემართებით იდგნენ სცენაზე ეს ახალგაზრდები და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ამ სასიკეთო საქმეში.

Комментариев нет:

Отправить комментарий