მორიგი საქველმოქმედო აქცია ამჯერად აბაშაში ჩატარდა. ყველანაირად ვცდილობთ შევასრულოთ პატრიარქის მოწოდება და ყოველ ხუთშაბათს ვატარებთ ასეთ აქციებს. კმაყოფილია ხალხი და ამით ჩვენც, თუმცა სამწუხაროა, რომ მხარდამჭერები აქ არ გამოჩნდნენ. სამწუხაროა ისიც, რომ ადგილობრივ გაზეთში უკვე მეორე თვეა არ თუ ვერ მოხვდა ჩვენი მიმართვა მოსახლეობისადმი, რათა გამოიჩინონ გულმოწყალეობა და თუნდაც ერთი ლარით დაეხმარონ უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ თავიანთ თანამოქალაქეებს.
ბოლო აქციაში ჩვენთან ერთად აბაშის დევნილთ კავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий