მთავარი

пятница, 6 августа 2010 г.

მშვიდობის ფერადი წეროები
6 აგვისტოს ჰიროსიმასკენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიფრინავენ ქაღალდის ფერადი წეროები, როგორც მშვიდობის ელჩები. ეს ყველაფერი ჰიროსიმელ გოგონას-სადაკო სასაკის უკავშირდება, რომელიც ატომური ბომბის ჩამოგდების შემდეგ ლეიკემიით დაავადდა და რომელსაც ძლიერ უნდოდა გამოჯანმრთელება, რათა ეცოცხლა. საავადმყოფოში ერთმა მეგობარმა უთხრა, თუ 1000 ფერად წეროს გააკეთებ, სურვილი აგისრულდებაო. გოგონამ მხოლოდ 640 წერო გააკეთა, დანარჩენები კი მისი სიკვდილის შემდეგ მეგობრებმა გააკეთეს.
დღეს ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში დგას მისი ბრინჯაოსფერი ქანდაკება ოქროსფერი წეროთი ხელში. 6 აგვისტო კი მსოფლიო მშვიდობის დღედ არის მიჩნეული. ამ დღეს მხოლოდ სიცოცხლეს და მშვიდობას უმრერიან.
დიდი სურვილი გვაქვს შევუერთდეთ ამ აქციას. სწორედ ახლა დაგვებადა იდეა-ერთ რომელიმე დღეს, საქართველოს ყველა ქალაქში, ერთსა და იმავე დროს მოვაწყოთ აქცია-კონცერტი-"ჩვენ მშვიდობა გვინდა!"ან სხვა სახელით-"მშვიდობით, იარაღო!".ამ დღესვე ჩატარდეს აქცია, რომლიც დროსაც ჩავაბარებთ სისხლს და შევავსებთ სისხლის ბანკს. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და წინადადებები.

Комментариев нет:

Отправить комментарий